ვინ ვართ ჩვენ
მოკლე ისტორია გლენბერის შესახებ
შპს გლენბერის წარმოადგენს 2017 წელს დაარსებულ ქართულ კომპანიას. ჩვენი საწარმო გაიხსნა 2018 წლის ივნისში. კომპანიის მიერ განხორციელდა 10 000 000 ლარის ინვესტიცია სოფლის მეურნეობის დარგში. განხორციელებული ინვესტიციიდან 600 000 ლარი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ გრანტს.
განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე კომპლექსი. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია.
სრულად ნახვა