მომწოდებლები

ნედლეული და მომწოდებლები

ნედლეული რომელიც გამოიყენება საწარმოო პროცესში საბოლოო პროდუქციის მისაღებად, წარმოადგენს ნატურალურსა და მაღალი ხარისხის. საქართველოს კლიმატური თავისებურებების გათვალისწინებით ნედლეული გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. მიღება წარმოებს როგორც პლანტაციებიდან (კულტივირებული ჯიშები) ასევე ტყიდან (ველური ჯიშები) შესაბამისად კლიენტს ეძლევა ფართო არჩევანის საშუალება.

ნედლეულის შესყიდვა ხდება ადგილობრივი ფერმერებისა და მწაროებლებისგან, რაც შეეხება არასეზონურ და ტროპიკულ პროდუქციას კომპანია ეწევა პროდუქციის  იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომპანია  ასევე აშენებს საკუთარ სასათბურე მეურნეობას, რომლის საშუალებით უზრუნველყოფს საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის მიწოდებას.

ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ნედლეულის მიღებისას, ასევე საბოლოო პროდუქციის დამზადების  შემდეგ მის ლაბორატორიულ შემოწმებას.

კომპანიაში არსებული დანადგარები იძლევა საშუალებას გადამუშავდეს და გაიყინოს არამხოლოდ ხილი, არამედ ბოსტნეულიც.

კლიენტს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს იმ სახეობის და მოცულობის პროდუქცია რაც არის მისთვის სასურველი და მისაღები.