ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია

გლენბერი

შპს გლენბერის წარმოადგენს 2017 წელს დაარსებულ ქართულ კომპანიას. ჩვენი საწარმო გაიხსნა 2018 წლის ივნისში.

კომპანიის მიერ განხორციელდა 10 000 000 ლარის ინვესტიცია სოფლის მეურნეობის დარგში. განხორციელებული ინვესტიციიდან 600 000 ლარი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ გრანტს.

განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე კომპლექსი.

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია. ამასთანავე ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია.

გლენბერი
მიზნები

კომპანიის ძირითადი მიზნები

სოფლის მეურნეობის განვითარება

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება. რაიონებსა და სოფლებში მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.

ფერმერების მხარდაჭერა

ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი ფერმერების საქმიანობის წახალისება / ხელშეწყობა.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება

ისრაელისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების აგრო სექტორებში არსებული ახალი ტექნოლოგიების ქართულ ბაზარზე დანერგვა და განვითარება.

ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია

ქართული ნატურალური პროდუქციის ევროპისა და ისრაელის ბაზრებზე ექსპორტირების გზით, მათი მსოფლიოში პოპულარიზაცია.

გსურთ ჩვენთან დაკავშირება?