ხილის წარმოება

ჩვენი კომპანია

ხილის წარმოება

საწარმო წარმოადგენს 1818 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობას, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ჩეხური დანადგარებით. მათ შორისაა შოკ მაცივრები, ასევე იტალიური ბრენდის კურკის საცლელი დანადგარი, ხილის სათლელი, კურკის საცლელი და საჭრელი დანადგარი, ჩეხური ბრენდის შესაფუთი დანადგარი, და ასე შემდეგ.

საწარმოს მთავარ ხაზი მოიცავს დახარისხების, სამრეცხაო, საშრობ და კალიბრაციის პროცესებს, რის შემდგომაც  პროდუქციის განთავსება ხდება შოკ მაცივრებში, სადაც პროდუქტი იყინება მინუს 40 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

გამზადებული პროდუქცია გადადის შესაფუთ ხაზზე, სათანადო წესით შეფუთვის შემდგომ კი ხდება მინუს მაცივრებში  განთავსება და საბოლოოდ საექსპორტოდ მომზადება.

აღნიშნული კომპლექსი იძლევა საშუალებას 24 საათში გადამუშავდეს 20 ტონა ხილი და ბოსტნეული და შემდგომ დასაწყობდეს სპეციალურად განკუთვნილ მაცივრებში.

ხილის წარმოება

წარმოების პროცესი